Tuesday, May 11, 2010

1.პროექტის სახელი.’’ძველი ქართული დამწერლობა“
2.პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ‘’ძველი ქართული დამწერლობის შესახებ’’. დასაბუთებული აზრია ის,რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ.წ.აღ–ის VII-Vს.ს აღსანიშნავია ისიც რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა მათ შორის საქ–ოში.ქართული ანბანის რეალური ისტორია: Vსაუკუნის Iნახევრიდან იწყება.ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო:I.მრგვლოვანი ანუ ასომთავრული(V-IXს.ს),II.ნუსხური ანუ ნუსხა–ხუცური(IX-XI)ს.ს,III.მხედრული ანუ საერო(XI საუკუნიდან დღემდე).ქა
რთული შრიფტის სახეობები იხმარებოდა ერთმანეთის პარალელურად:მაგ.საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ,ხოლო მფეთა ბრძანებები და სხვა დოკუმენტები თუ წიგნები მხედრული ასოებით.მრგვლოვანი ხელით არის დაწერილიIX-Xს.ს. სახარებანი< საქმე მოციქულთა,ეპისტოლენი,დავითნი და ა.შ..აგრეთვე ესაუბრება 14 აპრილის შესახებ_(ქართული ენის დღე) დამატებით მიეცათ დავალება:მოიძიონ ინტერნეტით ინფორმაცია“ძველ ქართულ დამწერლობაზე".მოსწავლეები აკეთებენ შედარებას ძველ და ახალ დამწერლობაზე.
3.მონაწილეთა ასაკი:8 წელი II კლასი
4.ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
5.პროექტის შესაძლო აქტივობები:მოსწავლეებს შორის ჩატარდება კონკურსი კალიგრაფიაში,გამარჯვებული დასაჩუქრდება* ვახტანგ გოგოლაშვილის*–„ანბანთ ქება“წიგნით.გოგონებს აქვთ მოქარგული პატარა ნაჭრის ხელსახოცებზე ანბანის თითო ასო ბგერა.
6.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას,ჩატარებულ კონკურსს,შესრულებულ ნაქარგებს გაეცნობიან სკოლის მასწავლებლები და მშობლები.
7.სამუშაო ენა:ქართული
8.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა,ხელოვნება.გამოიყენებს ისტ–ს,ისტ–ის საშუალებებით თნამშრომლობს სხვებთან,აგროვებს მონაცემებს.
9.პროექტორის ფასილიტატორი:ლეილა დალაქიშვილი
10.ფასილიტატორის ელ.ფოსტა leila70007@gmail.com.